2026 წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნა დღე–ღამეში 1.38 მილიონი ბარელით გაიზრდება და 106.52 მილიონ ბარელს მიაღწევს, – ამის შესახებ ნათქვამია OPEC-ის ყოველთვიურ ანგარიშში.

ამგვარად, ალიანსის ანალიტიკოსებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აგვისტოში პირველად გაჟღერებული შეფასება.

თავის აქტუალურ ანგარიშში OPEC-მა ნავთობზე მოთხოვნის საერთო პროგნოზები არ შეცვალა და 2025 წლისთვის ისინი 105.14 მილიონ ბარელზე დღეში შეინარჩუნა (რაც 2024 წელთან შედარებით დაახლოებით 1.3 მილიონი ბარელით დღეში ზრდას წარმოადგენს), ხოლო 2026 წლისთვის 106.52 მილიონ ბარელზე დღეში.

ალიანსმა ასევე წარმოადგინა 2027 წლის ნავთობზე მოთხოვნის პირველი შეფასება - 107.86 მილიონი ბარელი დღეში, რაც 2026 წლის პროგნოზირებულ დონესთან შედარებით დღეში 1.34 მილიონი ბარელით ზრდას გულისხმობს.

ვრცლად interfax – ზე