გრაფიკული პროცესორების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Nvidia Corp. შანხაიში კვლევისა და განვითარების ცენტრის აშენებას გეგმავს, იტყობინება Financial Times.
გაზეთის წყაროების ცნობით, ეს გეგმა Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ქალაქის მერთან აპრილში შანხაიში გამართულ შეხვედრაზე განიხილა.
FT წერს, რომ Nvidia შანხაიში ახალ ოფისს ქირაობს ამჟამინდელი თანამშრომლების განსათავსებლად, სამუშაო ძალის გაფართოების შესაძლებლობით.