ესპანურმა კომპანია Inditex-მა, რომელიც ფლობს Zara-ს, Bershka-ს და Massimo Dutti-ს ბრენდებს, ტოპ მენეჯმენტში ცვლილებები გამოაცხადა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
კომპანიამ ახალი ფინანსური დირექტორი, კორპორაციული დირექტორი და მდგრადი განვითარების დირექტორი დანიშნა ასეთი საკადრო გადაწყვეტილებების მიზეზების დაკონკრეტების გარეშე.