შვედეთში შესთავაზეს სამი წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის საბავშვო ბაღში სავალდებულო დასწრების შემოღება – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
მიზანი – განვითარებისა და სკოლისთვის მოსამზადებლად ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაა.
ინიციატივა ინტეგრაციის საკითხებში მთავრობის კოორდინატორმა, გულან ავჩიმ წამოაყენა. მისი წინადადების თანახმად, სკოლამდელი განათლება უფასო უნდა იყოს და კვირაში მინიმუმ 30 საათს მოიცავდეს. ეს ხელს შეუწყობს საბაზისო უნარების გაძლიერებას — ენიდან სოციალიზაციამდე — და ყველა ბავშვს სკოლაში სწავლის თანაბარი დაწყების შესაძლებლობას მისცემს.
დღესდღეობით, ქვეყანაში თითქმის ყველა ბავშვი - 95% - საბავშვო ბაღებში დადის. ავჩი მიიჩნევს, რომ ეს მცირე სხვაობაც კი უნდა აღმოიფხვრას, რათა არც ერთი ბავშვი არ დარჩეს სკოლამდელი განათლების გარეშე.