ავსტრიული და ქართული მედიცინის თანამშრომლობა გრძელდება.
2025 წლის 20 მაისს, წმ. იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის ინიციატივით და ავსტრიის პრივატ კლინიკასთან პარტნიორობის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ტარდება საჯარო ლექციები, რომლებსაც გაუძღვება ავსტრიელი პროფესორი გერჰარდ პრაგერი და ავსტრიაში კლინიკური პრაქტიკის მქონე ქართველი პროფესორი იოსებ ნანობაშვილი.
აკადემიური შეხვედრები გაიმართება თსსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთანაც.