ამერიკული ჩიპების მწარმოებელი კომპანია Nvidia Corp. შესაძლოა მალე გახდეს მსოფლიოში პირველი კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 5 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს, იუწყება Bloomberg.

ოთხშაბათს, ნიუ-იორკში, წინასაბაზრო ვაჭრობის დროს, Nvidia-ს აქციების ფასი 3.5%-ით გაიზარდა და აქციაზე 208.05 დოლარი შეადგინა. ამ მონაცემების საფუძველზე, კომპანიის საბაზრო ღირებულება 5.05 ტრილიონი დოლარი იყო.

Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია წლის დასაწყისიდან განახევრდა და სულ რაღაც სამი თვის წინ 4 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც კომპანიის მიერ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებში გამოყენებულ ჩიპებზე გლობალური მოთხოვნის წყალობით მოხდა.

interfax