ნიდერლანდებში Uber Technologies Inc.-ს 825 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა მძღოლების ანგარიშების ავტომატიზებული სისტემების გამოყენებით დაბლოკვის გამო, – იტყობინება Reuters ნიდერლანდების მონაცემთა დაცვის ორგანოს (Dutch Data Protection Authority, DPA) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით.

ეს ჯარიმა ევროკავშირში მოქმედი მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (General Data Protection Regulation, GDPR)ფარგლებში სიდიდით მეორე იქნება. GDPR კრძალავს მხოლოდ კომპიუტერული ალგორითმებით მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუ ასეთ გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ადამიანების ცხოვრებაზე. ასეთ შემთხვევებში, საჭიროა სიტუაციის მნიშვნელოვანი ადამიანური მიმოხილვა და გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა.

მონაცემთა დაცვის სააგენტომ დაადგინა, რომ Uber-მა დაარღვია მძღოლების უფლებები, კერძოდ, „უფლება, არ იყვნენ ავტომატიზებული გადაწყვეტილებების ობიექტი, რომლებსაც აქვთ სერიოზული შედეგები, ასევე ინფორმაციის მიღების უფლება“, - განაცხადა მარეგულირებელმა.

2020-2022 წლებში მომხდარი ბლოკირების შესახებ საჩივარი საფრანგეთში მძღოლებმა შეიტანეს. ეს საკითხი ნიდერლანდების მარეგულირებელმა განიხილა, რადგან Uber-ის ევროპული შტაბ-ბინა ამ ქვეყანაში მდებარეობს.

ვრცლად interfax – ზე