NL Times-ის ცნობით, ნიდერლანდებში, Danone-ის Nutrilon-ის ფორმულით კვების შემდეგ, 30-ზე მეტმა ოჯახმა განაცხადა ჩვილებში ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ.
მშობლების თქმით, ბავშვებს მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა და სისუსტე აღენიშნებოდათ. დაზარალებული ბავშვებიდან რამდენიმე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Danone-მა სახიფათო პროდუქტის 44 პარტიიდან 14 ბრენდი გაიწვია.
მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთშიც, სადაც Nestlé-ს ფორმულით მოწამვლის შესახებ, მინიმუმ 36 ოჯახმა განაცხადა. კომპანიამ 60-ზე მეტი პარტია გაიწვია.