ინდოელი ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები აპრილში დაგეგმილი მიწოდებისთვის რუსული ნავთობის შესყიდვას თავს არიდებენ და მოსალოდნელია, რომ ამ ტიპის ვაჭრობას თავს კიდევ უფრო დიდი ხნის განმავლობაში აარიდებენ. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ს საკითხის მცოდნე წყაროებმა უთხრეს.
გამოცემის შეფასებით, ეს ნაბიჯი შესაძლოა ნიუ დელის ვაშინგტონთან სავაჭრო შეთანხმების დადებაში დაეხმაროს.
ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები Indian Oil, Bharat Petroleum და Reliance Industries უარს ამბობენ შეთავაზებებზე რუსული ნავთობით დატვირთვაზე მარტსა და აპრილში.
აღნიშნულ ქარხნებს უკვე დაგეგმილი ჰქონდათ რუსული ნავთობის გარკვეული რაოდენობის მიწოდება მარტში, სხვა გადამამუშავებელი ქარხნების უმეტესობამ კი უკვე შეწყვიტა რუსული ნედლი ნავთობის შეძენა.