Nestlé-მ და Danone-მა მილიონობით დოლარის ზარალი განიცადეს ჩვილის საკვებში ტოქსინის აღმოჩენის გამო.
როგორც ცნობილია, Nestlé-მ, Danone-მა და Lactalis-მა – ჩვილის ხელოვნური საკვების დიდი პარტიები ქსელიდან ამოიღეს ტოქსინ ცერეულიდით დაბინძურების გამო. ცერეულიდი ბაქტერია Bacillus cereus-ის მიერ გამომუშავებული ტოქსინია, რომელიც გულისრევასა და ღებინებას იწვევს.
რძის პროდუქტების სამმა უდიდესმა მწარმოებელმა მილიარდობით დოლარი იზარალა.
Barclays-ის შეფასებით, Danone-მა საერთო ჯამში შეიძლება 120 აშშ მილიონი დოლარი დაკარგოს. ხოლო Nestlé-ს ზარალმა შეიძლება 1.29 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწიოს.
Danone-ის აქციები დღეს 2.3%-ით გაიაფდა, რაც 2025 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
შვეიცარიული ჯგუფის Nestlé-ს აქციები ხუთთვიან მინიმუმამდე დაეცა.
ვრცლად: brg.ge