დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გატარება ნებისმიერი შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს.

მისივე თქმით, ეს „კრიტიკული პერიოდია“ და ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას გააკეთებს ირანი.

ტრამპმა აღნიშნა, რომ თუ ირანი მიცემულ ვადას გადააცილებს, ირანს „არც ხიდები“, „არც ელექტროსადგურები“ არ ექნება და „ქვის ხანას“ დაემსგავსება.

ტრამპის თქმით, მზად არის გეგმა, რომელიც 7 აპრილს შუაღამემდე ირანის ყველა ხიდისა და ელექტროსადგურის განადგურებას ითვალისწინებს.