რუსეთში ვებგვერდების მუშაობის მონიტორინგის ტელეგრამ არხის, Sboi.rf-ის პოსტების მიხედვით, 6 აპრილის საღამოს საათებში რუსეთის მასშტაბით ბანკების, ტელეკომ ოპერატორების, სატელიტური კომპანიებისა და სხვა ორგანიზაციების ვებგვერდები და აპლიკაციები გაითიშა.

Sboi.rf-ის მონაცემებით, შემთხვევის ფარგლებში გაითიშა, მათ შორის, Rostelecom-ის, Alfa-Bank-ის, NTV Plus-ის საიტებიც. ხოლო Detector404.ru-ს ცნობით, მომხმარებლებს პრობლემები ჰქონდათ Sberbank-ის, Gazprombank-ის, Okko-სა და World of Tanks-ის სერვისებთანაც.

მომხმარებლების ინფორმაციით კი მოსკოვში გაითიშა Rostelecom-ის სახლის ინტერნეტიც.