Dressup ჯგუფმა, სავაჭრო ცენტრ ისთ ფოინთში ORCHESTRA-ს პირველ მაღაზია გახსნა - უნიკალურ სივრცეს, სადაც ყველაფერია, რაც მშობლებსა და პატარებს სჭირდებათ. ORCHESTRA ფრანგული საბავშვო ბრენდია, რომელიც 1995 წლიდან 29 ქვეყანასა და 407-ზე მეტ მაღაზიაშია წარმოდგენილი. ქართულ ბაზარზე ORCHESTRA-ს წარმომადგენლობა, Dressup-ისთვის ამ სეგმენტში ჯერ-ჯერობით ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია - ახალი მიმართულება, რომელიც ჯგუფის განვითარების ლოგიკური გაგრძელებაა.
„ORCHESTRA-ს საქართველოში შემოყვანა Dressup-ისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ეტაპის დასაწყისია - ბრენდი, რომელიც ევროპაში ათწლეულებია ნდობით სარგებლობს, ახლა ჩვენი მომხმარებლებისთვის - ქართველი მშობლებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი. დარწმუნებულები ვართ, რომ მშობლები და პატარები ORCHESTRA-ს კლუბის წევრები გახდებიან და ბრენდის გამორჩეულ პროდუქციასაც ადვილად შეიყვარებენ. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ამ მიმართულებით სხვა არაერთ სიახლეზე Dressup-ში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს." - ნინო ჟვანია, ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ფრანგული, თანამედროვე, ხელმისაწვდომი
ORCHESTRA 1995 წელს, საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში დაიბადა, სადაც შანტალ და პიერ მესტრებმა ბრენდი იმ მიზნით შექმნეს, რომ საბავშვო, ფერადი, ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი ყველასთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო. მათმა ხედვამ წლების განმავლობაში ORCHESTRA მშობლებისთვის საყვარელ, გლობალურ ბრენდად აქცია.
აღსანიშნავია, რომ სახელი „ORCHESTRA" ზუსტად ასახავს ბრენდის კონცეფციას: ბავშვის მოვლისთვის საჭირო ყველა პროდუქტი ერთ სივრცეში, ჰარმონიულად ერთიანდება. ნებისმიერ ეტაპზე: ორსულობიდან პატარას მოზარდობამდე, ფრანგული ბრენდის მაღაზიაში დაგხვდება ყველაფერი, რაც მშობლად ყოფნის დიდ თავგადასავალს კიდევ უფრო გაგიხალისებს და გაგიმარტივებს.
რა დაგხვდება ORCHESTRA-ში:
მაღაზია ორ მთავარ მიმართულებას მოიცავს: ბავშვთა მოდას (Fashion) - რომელიც ORCHESTRA-ში ჩვილობიდან 14 წლამდე, ოთხ ასაკობრივ კატეგორიად დაყოფილ, ევროპული დიზაინის ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს აერთიანებს; და ბავშვის მოვლას - რომელიც აღზრდისთვის საჭირო პროდუქტების სრულ კატალოგს მოიცავს: კვების ინვენტარს, საძინებლის ავეჯს, ეტლებს, მანქანის სავარძლებს, სათამაშოებს, უსაფრთხოების საშუალებებს, ჰიგიენურ ნივთებს, სათამაშოებსა და სხვა აუცილებელ ნივთებს.
აღსანიშნავია, რომ ბავშვის მოვლის სექციაში Orchestra-ს ბრენდებთან Prémaman-სა და BabyCare-თან ერთად, წარმოდგენილია მსოფლიოში სახელგანთქმული საბავშვო ბრენდებიც: Tommee Tippee, BabyBjörn, Motorola Nursery, Galipette, Atmosphera.

ORCHESTRA Club - 50%-მდე ფასდაკლება წლის ნებისმიერ დროს
ქართული ბაზრისთვის განსაკუთრებული სიახლე იქნება ORCHESTRA Club-იც - ბრენდის უნიკალური შეთავაზება. 2008 წლიდან არსებული ეს ლოიალობის პროგრამა კლუბის წევრებს მაღაზიაში წარმოდგენილ ORCHESTRA-ს ტანსაცმელსა და აქსესუარებზე 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს - მთელი წლის განმავლობაში, სეზონური აქციების მოლოდინის გარეშე. ORCHESTRA-ს ბრენდის პროდუქციის გარდა, კლუბის წევრების ფასდაკლება ფეხსაცმლის შერჩეულ კოლექციებსა და Prémaman-ისა და BabyCare-ის სრულ ასორტიმენტზეც გავრცელდება.
ისთ ფოინთთან სტრატეგიული შეთანხმების საფუძველზე ახალი სივრცეში დრესაპის სხვა მაღაზიებსაც შეხვდები. აღნიშნული ტერიტორია თანამედროვე არქიტექტურით, შუშის გუმბათითა და ბუნებრივი გამწვანებითაა გამორჩეული, რაც გარემოს განსაკუთრებულად მყუდროსა და ესთეტიკურს ხდის. ფლიგელი აერთიანებს ახალ ბრენდებს, მრავალფეროვან კვების ობიექტებს, ქმნის დინამიურ გარემოს და ადგილზე მისულ სტუმრებს განსხვავებულ შოპინგ გამოცდილებას სთავაზობს. დამატებითი კომფორტისთვის, ადგილზე მოქნილი საპარკინგე სივრცეცაა მოწყობილი.
ORCHESTRA-ს მაღაზიის გახსნა Dressup ჯგუფის განვითარების ახალი ეტაპია. ის ამავე დროს სიგნალია, რომ ჯგუფი ბაზარზე ახალ სეგმენტებსა და ახალ მომხმარებლებზე - მშობლებზე უფრო მეტად ფოკუსირდება, ვიდრე აქამდე. ევროპული ხარისხი, ფრანგული დიზაინი და ხელმისაწვდომი ფასი ერთ სივრცეში - სწორედ ეს არის ორკესტრული ჰარმონია.