გასული წლის განმავლობაში ოქროზე მუდმივი მოთხოვნა იყო სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკებიდან. მსოფლიო ოქროს საბჭომ გასული წლის ბოლოს განაცხადა, რომ ძვირფასი ლითონის მარეგულირებელმა შესყიდვებმა 55 წლის მაქსიმუმს მიაღწია: მისი პოპულარობა კრიზისის დროს იზრდება, რადგან ოქრო დაცული ლითონია.
ოქროს მარაგების მხრივ პირველ ადგილზე აშშ რჩება, ხოლო მისი მარაგის მოცულობა პრაქტიკულად უცვლელი რჩება: 2003 წელს იყო 8134,9 ტონა, 2013 და 2023 წლებშიც – 8133,5 ტონა;
მეორე ადგილს გერმანია ინარჩუნებს: 2003 წელს – 3439,5 ტონა, 2013 წელს – 3387,1 ტონა, 2023 წელს – 3352,6 ტონა;
2003 წელს საფრანგეთს ჰქონდა ოქროს მარაგების სიდიდით მესამე ადგილი (3024,7 ტონა), მაგრამ ახლა ის მეოთხე ადგილზეა (2436,9 ტონა მიმდინარე წლის მონაცემებით). მესამე ადგილზე იტალიაა (2013 და 2023 წლებში - 2451,8 ტონა.
საგრძნობლად გაიზარდა ოქროს მარაგი ჩინეთში. თუ 2003 წელს პეკინს 600,0 ტონა ოქრო ჰქონდა, 2023 წელს - 2113,5 ტონა იყო და ამ მაჩვენებლით ჩინეთი მეექვსე ადგილზეა.
2003 წელს ის საერთოდ არ იყო ოქროს ყველაზე დიდი მარაგის მქონე ქვეყნების ათეულში, მაგრამ ახლა მისი მარაგი 2329,6 ტონაა (მეხუთე ადგილი). რუსეთიც და ჩინეთიც ბოლო დროს ლიდერები არიან ოქროს შესყიდვების მხრივ.
ესპანეთი და პორტუგალია ოქროს მარაგით ქვეყნების ათეულში აღარ არიან, მაგრამ 2003 წლის შემდეგ პირველ ადგილზე ინდოეთი გამოჩნდა (797,4 ტონა ამ წლის მონაცემებით).