ფიფა-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს განცხადებით, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წინასამატჩო ცერემონია შეიცვლება, რათა ის კიდევ უფრო ეფექტური და შთამბეჭდავი გახდეს.

ახალი წესის მიხედვით, მატჩის დაწყებამდე ორივე ნაკრების ფეხბურთელები მინდორზე გამოვლენ და ჰიმნის გაჟღერებისას მოედნის ცენტრში მოთავსებული ბანერის ირგვლივ განლაგდებიან. ტურნირის მომდევნო ეტაპებზე კი ამ სანახაობას ფერადი კვამლის ეფექტები და პიროტექნიკაც დაემატება.

როგორც ინფანტინომ აღნიშნა, ორგანიზაცია მუდმივად ეძებს სიახლეებს მაყურებლის საფეხბურთო გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისს მეხიკოში, მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის მატჩით გაიხსნება. ტურნირის ფინალი 18 ივლისს ნიუ ჯერსიში ჩატარდება.

წყარო: პირველი არხი