Transfermarkt-ის განახლებული მონაცემებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეთა ჯამური ფასი რეკორდულ მაჩვენებელს მიუახლოვდა და 251.15 მილიონი ევრო გახდა.
ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი მოთამაშეები:
1. ხვიჩა კვარაცხელია, „პარი სენ-ჟერმენი“ (საფრანგეთი) – 140 მილიონი ევრო;
2. გიორგი მიქაუტაძე, „ვილიარეალი“ (ესპანეთი) – 30 მილიონი ევრო;
3. გიორგი მამარდაშვილი, „ლივერპული“ (ინგლისი) – 28 მილიონი ევრო;
4. ზურიკო დავითაშვილი, „სენტ-ეტიენი“ (საფრანგეთი) – 12 მილიონი ევრო;
5. ოთარ კიტეიშვილი, „შტურმი“ (ავსტრია) – 5.50 მილიონი ევრო.