2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება, შესაძლოა ფეხბურთის ისტორიაში კლიმატის ცვლილების მხრივ ყველაზე დამაზიანებელ ტურნირად იქცეს – ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში FIFA-ს Climate Blind Spot, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ფორმატის გაფართოება, მასპინძელი ქალაქების უფრო დიდი გაფანტვა და საჰაერო მოგზაურობაზე დამოკიდებულება მკვეთრად გაზრდის მის კლიმატურ ზემოქმედებას.

New Weather Institute–ის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატი მინიმუმ ცხრა მილიონი ტონა CO₂-ის ეკვივალენტის გამოყოფას გამოიწვევს – თითქმის ორჯერ მეტის, ვიდრე 2010 წლიდან 2022 წლამდე ჩატარებული ტურნირების საშუალო მაჩვენებელი, რომელიც დაახლოებით 4.7 მილიონ ტონას შეადგენდა. უფრო ფართო სცენარებში, ემისიები შეიძლება 15 მილიონ ტონამდე გაიზარდოს, რაც მას სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დამაბინძურებელ ღონისძიებად აქცევს.

მეტი გუნდი, მეტი მატჩი, მეტი გამონაბოლქვი

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ფორმატის შეცვლა გახდა. ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატზე 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და 104 მატჩი ჩატარდება - ეს წინა ტურნირებთან შედარებით 63%-ით მეტია. ეს ზრდა ნიშნავს მეტ მოგზაურობას, მეტ გულშემატკივარს და მეტ დატვირთვას ინფრასტრუქტურაზე. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ფორმატის გაფართოება გამოიწვევს გამონაბოლქვის მნიშვნელოვან ზრდას, ძირითადად საჰაერო მიმოსვლიდან, რაც ისედაც ტურნირთან დაკავშირებული დაბინძურების მთავარ წყაროს წარმოადგენს.

ვრცლად euronews – ზე