ამერიკულმა საბანკო ჰოლდინგმა Morgan Stanley-მ გააფართოვა კრიპტოინვესტიციებზე წვდომა ყველა კლიენტისთვის და ასეთი ინვესტიციების დაშვება ყველა ტიპის ანგარიშზეა შესაძლებელი, მათ შორის საპენსიო ანგარიშებზე, იტყობინება CNBC წყაროებზე დაყრდნობით.
15 ოქტომბრიდან, Morgan Stanley-ის ფინანსურ მრჩევლებს შეეძლებათ კრიპტოვალუტით უზრუნველყოფილი თანხების შეთავაზება ნებისმიერი კლიენტისთვის. აქამდე ეს ვარიანტი მხოლოდ რისკისადმი მაღალი ტოლერანტობის მქონე კლიენტებისთვის იყო ხელმისაწვდომი და მინიმუმ 1.5 მილიონი აშშ დოლარის აქტივები ჰქონდათ.