ალასკის გაყინულ ქანებში (მრავალწლოვანი მზრალობა) გაყვანილ სამხედრო გვირაბებში უძველესი სიცოცხლე იღვიძებს.

თითქმის 40 000 წლის განმავლობაში გაყინულ ამ ნიადაგში ზოგიერთი მიკრობი გალღვა და იღვიძებენ.

„ეს არავითარ შემთხვევაში არ არის მკვდარი ნიმუშები. მათში შემორჩენილია საკმაოდ მტკიცე სიცოცხლის ფორმები, რომლებსაც ორგანული მასალის დაშლა და ნახშირორჟანგის გამოყოფა შეუძლიათ“, — ამბობს კოლორადო-ბულდერის უნივერსიტეტის გეოქიმიკოსი ტრისტან კარო.

ვინაიდან წიაღისეული საწვავის წვა მსოფლიოს ათბობს, არქტიკის მრავალწლოვანი მზრალობა — გაყინული მიწა, ყინული და ქანები, რომლებსაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ხმელეთის თითქმის მეოთხედი უჭირავთ — დნება და გამოიყოფა მათში შენახული სათბურის აირები.

შრეების დნობასთან ერთად, მრავალი მიკროსკოპული არსება, მაგალითად, ისეთები, როგორებიც მკვლევართა ნიმუშებშია — ცოცხლდებიან და ახალი მადით შთანთქავენ მათ გარშემო არსებულ ნებისმიერ დამპალი მატერიას. შედეგად კი ატმოსფეროში გამოიყოფა კიდევ უფრო მეტი მეთანი და ნახშირორჟანგი, რასაც კიდევ უფრო მეტი წვლილი შეაქვს კლიმატის ცვლილებაში.

„ეს კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე უცნობი საკითხია. როგორ იმოქმედებს მთელი ამ გაყინული მიწის დნობა ამ რეგიონების ეკოლოგიასა და კლიმატის ცვლილების მაჩვენებელზე? რადგან ვიცით, რომ მათში აურაცხელი ნახშირბადია შენახული“, — ამბობს კოლორადო-ბულდერის უნივერსიტეტის გეომიკრობიოლოგი სებასტიან კოფი.

მკვლევრებმა გაყინული ნიმუშები აიღეს აშშ-ის არმიის მიერ მრავალწლოვანი მზრალობის გვირაბების კვლევით ცენტრში, რომელიც მიწისქვეშ 100 მეტრზე მეტ სიღრმეში ჩადის.

ლაბორატორიაში მათ მიკროსკოპული სიცოცხლის ფორმები დაბალ ტემპერატურაზე (3.8°C and 12.2°C) გაათბეს, რითაც მოახდინეს კლიმატის ცვლილების პირობებში ალასკის ზაფხულის პირობების სიმულირება.

მიკრობები თავიდან ნელა ვითარდებოდა; ზოგიერთი შტამი ყოველდღიურად 100 000 უჯრედიდან მხოლოდ ერთს ანაცვლებდა. შედარებისათვის — ლაბორატორიაში გაზრდილ ბაქტერიულ შტამთა უმეტესობა საკუთარ კლონიებს მთლიანად ანაცვლებს სულ რამდენიმე საათში.

ვრცლად პირველ არხზე