Matador Network-ის(GuideGeek AI პლატფორმის ოპერატორი) მიერ 1000-ზე მეტ მომხმარებელზე ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტები გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს სხვა ამოცანებთან შედარებით ყველაზე მეტად მოგზაურობის დაგეგმვაში ენდობიან.

კითხვაზე რამდენად ენდობიან ხელოვნურ ინტელექტს 1-დან (არ ენდობიან) 5-მდე (სრული ნდობა) შკალით, გამოკითხულთა 36%-მა მიუთითა სრული ან თითქმის სრული ნდობა მოგზაურობის დაგეგმვაში ხელოვნური ინტელექტის მიმართ.

ასევე, გამოკითხულთა 33.6%-მა მაღალი ნდობა გამოთქვა ხელოვნური ინტელექტის მიმართ სასარგებლო სავაჭრო რჩევების მიცემის კუთხით, ხოლო 33.2%-მა - გაუგებარი საკითხების ახსნის კუთხით.

სამუშაოსთან დაკავშირებული ამოცანებისთვის, როგორიცაა დოკუმენტებისა და კონტენტის წერა, 18.8% ხელოვნურ ინტელექტს ეყრდნობა. ჯანდაცვაში 16.9% მზადაა სამედიცინო საკითხებზე კონსულტაცია გაიაროს ხელოვნურ ინტელექტთან, ხოლო რესპონდენტთა 15.9% ენდობა მას პირადი პრობლემების გადაჭრაში.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე