აზია-წყნარი ოკეანის ავიაციის სექტორს მომდევნო 20 წლის განმავლობაში 19 560 ახალი თვითმფრინავი დასჭირდება. ეს წარმოადგენს მითითებული პერიოდისთვის გლობალური მოთხოვნის (42,520 თვითმფრინავი) 46%-ს – ამის შესახებ ნათქვამია Airbus–ის რეგიონალური ბაზრის პროგნოზში. 

პროგნოზირებულია, რომ რეგიონის წლიური ზრდა, სავარაუდოდ, 4.4%-ს მიაღწევს, რაც გლობალურ საშუალო მაჩვენებელს, 3.6%-ს, გადააჭარბებს.

რეგიონი გააგრძელებს ფართოკორპუსიან თვითმფრინავებზე, განსაკუთრებით A330neo-სა და A350-ის, გლობალური მოთხოვნის ზრდას, ადგილობრივი გადამზიდავების მხრიდან კი, სავარაუდოდ, ასეთი თვითმფრინავების მოთხოვნა დაახლოებით 3,500 ერთეულს მიაღწევს (გლობალური მოთხოვნის 43%).

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე