მჯერა, გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მივაღწევთ, - ამის შესახებ გრენლანდიაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეფ ლენდრიმ განაცხადა.
„პრეზიდენტი სერიოზულად არის განწყობილი. მან დანიას უთხრა, რაც სურს და ახლა ჯეი დი ვენსმა და მარკო რუბიომ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ. მჯერა, რომ არსებობს შეთანხმება, რომლის მიღწევაც მოხდება“, - განაცხადა ლენდრიმ.
დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, გრენლანდიაში ვიზიტს მარტში გეგმავს.