Microsoft-ი ათწლეულის ბოლომდე გლობალური სამხრეთის ქვეყნებში ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში 50 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ამის შესახებ ინდოეთში ხელოვნური ინტელექტის სამიტზე გახდა ცნობილი, – იუწყება Reuters.

„გლობალური სამხრეთი“ ზოგადი ტერმინია განვითარებადი, გარდამავალი ან დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის, რომლებიც უპირატესად სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს.

როგორც Hindustan Times იტყობინება, დაგეგმილი ინვესტიციები ხუთმხრივ პროგრამას ეფუძნება, რომელიც მოიცავს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის მშენებლობას, სკოლებისა და არაკომერციული ორგანიზაციებისთვის ტექნოლოგიებისა და უნარების განვითარების უზრუნველყოფას, მრავალენოვანი და მულტიკულტურული ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების განვითარებას და ადგილობრივი ხელოვნური ინტელექტის ინოვაციების მხარდაჭერას, რომლებიც დააკმაყოფილებდა საზოგადოების საჭიროებებს.

ვრცლად liga.net – ზე