ამერიკული IT გიგანტი Microsoft Corp. თანამშრომლების 3%-ის გათავისუფლებას გეგმავს. ამის შესახებ CNBC კომპანიის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

შემცირებები ყველა დეპარტამენტსა და ყველა დონის თანამშრომელს შეეხება.

Microsoft-ის მიერ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) წარდგენილი ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, გასული წლის ივნისის ბოლოს კომპანიაში 228 000 ადამიანი იყო დასაქმებული, მათ შორის 126 000 შეერთებულ შტატებში. ამრიგად, დაახლოებით 6.8 ათასი თანამშრომელი შესაძლოა სამსახურიდან გათავისუფლდეს.

Microsoft-ის წარმომადგენლის განმარტებით, გათავისუფლებები არ იქნება დაკავშირებული კონკრეტული თანამშრომლების მუშაობასთან და სხვა საკითხებთან ერთად, კომპანიის მართვის სტრუქტურის ოპტიმიზაციას ისახავს მიზნად.

წყარო: Interfax