Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის დირექტორი ევა ბოჭორიშვილი გადაცემა "საქმიანი დილას" ეთერში პასუხობს კითხვას რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს აშშ-ს ტარიფების დაწესებას საქართველოს ეკონომიკაზე.
როგორც ბოჭორიშვილი აღნიშნავს, ტარიფებთან დაკავშირებით არსებობს მოლოდინი რომ ფართომასშტაბიანი სავაჭრო ომი თავიდან იქნება აცილებული, რასთან მიმართებითაც ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რაც შეეხება საქართველოს, ქართული ექსპორტი აშშ-ში მინიმიმალურია და მთლიანი ექსპორტიდან აშშ-ზე მხოლოდ 2% მოდის, თანაც ამ ექსპორტში 60%-ზე მეტი არის ფეროშენადნობები, რომელზეც სატარიფო გამონაკლისი მოქმედებს. შესაბამისად, პირდაპირი გავლენები საქართველოს ეკონომიკაზე არც ისე დიდი იქნება, თუმცა აღნიშნულ ტარიფებს როგორც საქართველოზე ასევე რეგიონის ეკონომიკებზე უფრო მნიშვნელოვანი ირიბი გავლენები შეიძლება ჰქონდეს.
"პირდაპირი ეფექტი, ანუ ჩვენი შეფასებით, ეს არის მინიმალური, იმიტომ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წილი საქართველოს ექსპორტში არის 2% და ამის უდიდესი ნაწილი, ანუ 60%-ზე მეტი, არის ფეროშენადნობები. თუმცა, ახლა თუ ნეგატიურ ეფექტებზეა საუბარი, ეს შეიძლება იყოს ირიბი. ამ, ანუ სატარიფო პოლიტიკით შესაძლებელია ამ სავაჭრო ომებით, ეხლა კი არის რაღაც პაუზა აღებული და გარკვეული მოლაპარაკებები და თავდაპირველ გაცხადებულ ტარიფებთან დაკავშირებით, ანუ იმედი აქ ყველას, რომ მიიღწევა შეთანხმება, რომ უფრო ნაკლები ტარიფები დაწესდეს, რომ ამან შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ზოგადად რეგიონის და გლობალურ ეკონომიკაზე. აი, როგორც ახსენეთ, შემცირებული აქვს გლობალური ეკონომიკური ზრდის ზრდის ტემპი, ინფლაციური მოლოდინებიც, ანუ ინფლაციის შემცირებასთან დაკავშირებითაც ისეთი მოლოდინი არ იყო, როგორც ამ სატარიფო პოლიტიკამდე და ამან გარკვეული ზეგავლენა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მოახდინოს საქართველოს ეკონომიკაზე. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მცირე, ღია ეკონომიკა და რაც ხდება ზოგადად მსოფლიოში, გარკვეულწილად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. და მაქსიმალური ეფექტი, რაც შეიძლება ეს ირიბი გავლენა ჰქონდეს ამ ტარიფების პოლიტიკას, ჩვენი შეფასებით, ის შეიძლება იყოს 0,5% პუნქტი. ანუ ეს მოცულობა, ეს ზომა შეიძლება დააკლდეს ჩვენს ეკონომიკურ ზრდას მოკლევადიან და საშუალოვადიან პერიოდში,"- განაცხადა ბოჭორიშვილმა.