ACI World-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის - ASQ Global Traveller-ის თანახმად, მგზავრებს სურთ, რომ აეროპორტში მომსახურებისას უფრო პერსონალიზებული მიდგომა იხილონ. ეს გულისხმობს პერსონალის სტანდარტული ურთიერთქმედების მიღმა გასვლას და მოგზაურთა ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებას, რომლებიც ხშირად განიცდიან სტრესს და შფოთვას მგზავრობისას.
ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ აეროპორტის თანამშრომლების მხრიდან „თანაგრძნობა, აქტიური მონაწილეობა და გულწრფელი მხარდაჭერა“ სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება „ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ ეფექტურობასთან ერთად“. ეს აღინიშნა გამოკითხული მოგზაურების 44%-მა, ხოლო 48%-მა აღნიშნა მათთვის უკვე გამოვლენილი მხარდაჭერა.
ვრცლად buyingbusinesstravel - ზე