გერმანულმა ფარმაცევტულმა და ქიმიურმა კომპანია Merck KGaA-მ 2025 წლის მესამე კვარტალში შემოსავალი 1%-ით, ხოლო წმინდა მოგება 10.6%-ით გაზარდა.
ივლის-სექტემბერში კომპანიის წმინდა მოგებამ 898 მილიონი ევრო შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 812 მილიონი ევრო. Merck-ის შემოსავალი 5.27 მილიარდი ევროდან 5.32 მილიარდ ევრომდე გაიზარდა, რაც 5.2%-იან ორგანულ ზრდას წარმოადგენს.
კომპანიის მიერ ყურადღებით დაკვირვებადი კორექტირებული EBITDA - მოგება პროცენტის, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებით - 3.1%-ით გაიზარდა და 1.67 მილიარდ ევროს მიაღწია.
Vara Research-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები კორექტირებულ EBITDA-ს 1.56 მილიარდ ევროს, ხოლო შემოსავალს 5.23 მილიარდ ევროს ელოდნენ.