ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო აეროდრომი იწვის. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამზე ვრცელდება.

როგორც გამოცემა „ასტრა“ იუწყება, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ჩრდილოეთით, ჯანკოეში, 17 აპრილს, ღამით აფეთქების ხმა გაისმა, რასაც მოჰყვა მასშტაბური ხანძარი, რომელიც სამხედრო აეროდრომზე გაჩნდა.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ჯანკოეში მდებარეობს რუსეთის ფედერაციის მოქმედი აეროდრომი, სადაც დისლოცირებულია რუსეთის 27-ე შერეული საავიაციო დივიზიის ვერტმფრენების 39-ე პოლკი, ასევე, სამხრეთის სამხედრო ოლქის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები.