„ბეშიქთაშს“ გიორგი მამარდაშვილის დამატება სურს, მაგრამ მისი მენეჯერი ამ ტრანსფერს ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს – „ლივერპულის“ ქართველი მეკარის შესახებ გამოცემა „ასპორის“ ჟურნალისტმა, ეფეჯან ოზთაშმა სატელევიზიო შოუში ისაუბრა.

„საქართველოს ნაკრებისა და „ლივერპულის“ მეკარე ერთ-ერთი კანდიდატია, რომელთანაც „ბეშიქთაშის“ ხელმძღვანელობამ მოლაპარაკებები გამართა, მაგრამ მათი ბანაკიდან პირველი პასუხი ცნობილია – შეიძლება ითქვას, რომ მისი მენეჯერი სტამბოლში გადასვლის შესაძლებლობას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს. არადა, ქართველ მეკარესთან კონტრაქტის გაფორმებით „ბეშიქთაშის“ პრეზიდენტი სერდარ ადალია დაინტერესებული“.

წყარო: პირველი არხი