ამერიკის ფერმერული ბიუროს ფედერაციის (AFBF) გათვლებით, აშშ-ში ხუთშაბათს აღნიშნულ ტრადიციულ მადლიერების დღესთან დაკავშირებული ვახშმის ღირებულება ბოლო ერთი წლის განმავლობაში 6.3%-ით გაიზარდა და 58.63 აშშ დოლარს მიაღწია.

ეს 2022 წლის შემდეგ ზრდის პირველი შემთხვევაა. ინდიკატორი 1986 წლიდან ქვეყნდება.

კლასიკური ნაკრები 11 ინგრედიენტს მოიცავს: ინდაური, ინდაურის შიგთავსი, გოგრის ღვეზელის ქერქი, გოგრის ღვეზელის შიგთავსი, კარაქიანი ფუნთუშები, ათქვეფილი ნაღები (მინიმუმ 36% ცხიმიანობა), გაყინული ბარდა, რძე, ტკბილი კარტოფილი, ბოსტნეულის ასორტი (სტაფილო და ნიახური) და ახალი შტოში. ამ ნაკრების ღირებულება ერთ ადამიანზე წელს 5.86 დოლარია.

წყარო: interfax