2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში მეორადი რბილი სათამაშოების იმპორტმა 666.3 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 449.2%-ით მეტია.
მნიშვნელოვნად გაიზარდა იმპორტის ფიზიკური მოცულობაც. თუ 2025 წლის 10 თვეში ქვეყანაში 105 ტონა მეორადი რბილი სათამაშო შემოვიდა, 2026 წლის ანალოგიურ პერიოდში მაჩვენებელი 467 ტონამდე გაიზარდა.
მთლიანი იმპორტის თითქმის 80% ორ ქვეყანაზე მოდის. უმსხვილესი მომწოდებელი გაერთიანებული სამეფოა, საიდანაც 334.3 ათასი დოლარის ღირებულების 260 ტონა სათამაშო შემოვიდა. მეორე ადგილზე ბელგიაა 195.8 ათასი დოლარითა და 145 ტონით.
მომწოდებელთა ხუთეულში ასევე შედიან იტალია (59.1 ათასი დოლარი), პოლონეთი (25.7 ათასი დოლარი) და კანადა (16.7 ათასი დოლარი).