20 ოქტომბერს, ლუვრის ძარცვიდან სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ, კიდევ ერთი ფრანგული მუზეუმი დაზარალდა – ჩრდილოეთ საფრანგეთში, ქალაქ ლანგრში, ცნობილი ფილოსოფოსისა და განმანათლებლის, დენი დიდროს მუზეუმიდან (La Maison des Lumières Denis Diderot) ღამით მე-18 საუკუნის თითქმის 2000 ოქროსა და ვერცხლის მონეტა გაუჩინარდა – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
და, როგორც ჩანს, დამნაშავეები ახალბედები არ იყვნენ: ისინი სწორედ ამ მონეტებს ეძებდნენ, შესაძლოა, რომელიმე კოლექციონერის შეკვეთით.
გამომძიებლები აღიარებენ, რომ ეს, სავარაუდოდ, არ არის იზოლირებული ინციდენტები, არამედ მუზეუმებზე თავდასხმების სერიაა, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი დამნაშავეების მიერ.