აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის (USAID) დაფინანსების შეჩერების გამო მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, შესაძლოა, მთელ მსოფლიოში დაახლოებით 14 მილიონი ადამიანი დაიღუპოს.

სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მათ შორის შეიძლება აღმოჩნდეს 4.5 მილიონზე მეტი ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი, რომლებიც ყველაზე დაუცველ ჯგუფებს წარმოადგენენ.

კვლევის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში USAID-ის პროგრამებმა 91 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილი აიცილა თავიდან, რომელთაგან დაახლოებით მესამედი ბავშვი იყო. მათ შორის იყო აივ/შიდსის მქონე პირი, რომელთა სიკვდილიანობაც 65%-ით (25.5 მილიონი ადამიანი) შემცირდა.

ანგარიშის თანახმად, USAID-ს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს გლობალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნებში.

ipn.ge