„საქსტატის ინფორმაციით“ ივნისში საქართველოში წლიური ინფლაცია 4%-მდე გაიზარდა.
საქსტატი ინფლაციას 305 დასახელების საქონლისა და მომსახურების ფასების ყოველთვიური გამოკვლევის შედეგად ადგენს. დეტალური მაჩვენებლების თანახმად, ივნისში წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად ლიმონი გაძვირდა, რომლის ფასიც 101%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა კივი ფასის 50%-იანი ზრდით, მესამეზე კი კარტოფილია, სადაც ფასი წლიურად 38%-ით გაიზარდა.
ყველაზე გაძვირებული საქონელი 2025 წლის ივნისის მდგომარეობით შემდეგია:
# | დასახელება | ფასის პროცენტული ცვლილება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით |
1 | ლიმონი | 101% |
2 | კივი | 50% |
3 | კარტოფილი | 38% |
4 | კომბოსტო | 32% |
5 | ნაყინი | 29% |
6 | მზესუმზირის ზეთი | 28% |
7 | დასწრება კინოსეანსზე | 27% |
8 | კაკაო | 27% |
9 | საავადმყოფოს მომსახურება | 26% |
10 | ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები | 25% |