აშშ-ში უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟის ოპერატორი, Coinbase Global Inc., სამუშაო ადგილების 14%-ს შეამცირებს, – ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან არმსტრონგმა, სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა.
არმსტრონგმა გამოაქვეყნა წერილი თანამშრომლებისთვის, სადაც გადაწყვეტილება განმარტა, როგორც ბაზრის არასტაბილურობისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარების პირობებში ხარჯების კონტროლის აუცილებლობა.
წერილში ნათქვამია, რომ კომპანია ყურადღებას გაამახვილებს ხელოვნური ინტელექტის კომპეტენციის მქონე სპეციალისტებზე, ამავდროულად კი შეამცირებს მენეჯმენტის დონეს ბიზნესის ყველა მიმართულებაში.