გიორგი წიტაიშვილი გიორგი მიქაუტაძის ყოფილ კლუბში, „მეცში“ ითამაშებს – საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდმა ქართველი ფეხბურთელი ოფიციალურად წარადგინა.

„„მეცმა“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მეორე ახალწვეული წარადგინა. კლუბმა კონტრაქტი გააფორმა გიორგი წიტაიშვილთან, რომელიც „მეცში“ კიევის „დინამოდან“ გადავა.

წიტაიშვილს უკრაინულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს და ფრანგულ კლლუბში იჯარით ითამაშებს. ის გიორგი მიქაუტაძის შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ჩვენს გუნდში ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ტრანსფერი კიევის „დინამოს“ ეკუთვნის. გასულ სეზონში იჯარით „გრანადაში“ (ესპანეთის მეორე დივიზიონი) გაატარა, სადაც 36 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. მას შეუძლია როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფლანგზე თამაში.

წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ზეც ითამაშა. „მეცის“ ახალწვეული მოუთმენლად ელის, რომ თავისი ნიჭი და შესაძლებლობები „მეცში“ გამოავლინოს. კეთილი იყოს შენი მობრძანება, გიორგი“, – წერია „მეცის“ ოფიციალურ გვერდზე.

1tv.ge