ხელოვნური ინტელექტი უკვე ახდენს გავლენას შრომის ბაზარზე განვითარებული ეკონომიკის უმეტეს ნაწილში, თუმცა მისი გავლენა მნიშვნელოვნად განსხვავდება ინდუსტრიისა და მუშაკთა კვალიფიკაციის დონის მიხედვით, – ამის შესახებ ნათქვამია ამერიკული ბანკის, Goldman Sachs-ის კვლევაში.

„ჩვენ ერთდროულად განვიცდით უნიკალურ პროცესებს, რომლებიც რეალურ დროში ვითარდება: ჩვენ ვაშენებთ ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას, მაშინ როდესაც ხელოვნური ინტელექტი თავად ცვლის გლობალური ეკონომიკის წესებს“, - განაცხადა მარკ სორელმა, საინვესტიციო საბანკო განყოფილების ინდუსტრიის გლობალურმა ხელმძღვანელმა.

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ავტომატიზაციისკენ უფრო მაღალი მიდრეკილების მქონე ინდუსტრიებში, როგორც წესი, 2022 წლის მეორე ნახევრიდან ვაკანსიების რაოდენობა საერთო ჯამში, უფრო ნელა იზრდება, – ამის შესახებ CNBC-ი ანგარიშზე დაყრდნობით აღნიშნავს. ეს ტენდენცია ყველაზე მკვეთრად გერმანიაში, ავსტრალიასა და შეერთებულ შტატებში იყო გამოხატული.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო სერვისების სფეროში დასაქმება, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ზემოქმედების მიმართ ყველაზე დაუცველებს შორისაა, 2022 წლიდან თითქმის ყველა მსხვილ განვითარებულ ეკონომიკაში შემცირდა. აშშ-ს გარეთ, ამ სფეროებში დასაქმება კვლავ გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოს ან მასზე მაღალ დონეზე რჩება.

Goldman Sachs–მა დასაქმების ყველაზე დიდი კლება ისტორიულ ტენდენციასთან შედარებით ქოლ-ცენტრებში, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში, მენეჯმენტის კონსულტაციასა და რეკლამაში დააფიქსირა.

ვრცლად liga.net – ზე