Yum Brands Inc.-ის კუთვნილი სწრაფი კვების ქსელი KFC მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში 1.49 მილიარდი ფუნტის (2 მილიარდი აშშ დოლარის) ინვესტირებას გეგმავს.

ეს, სავარაუდოდ, 7000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის როგორც KFC-ში, ასევე მის მიწოდების ჯაჭვებში.

KFC-ის ცნობით, დაახლოებით 466 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაიხარჯება ახალი რესტორნების გახსნასა და 200 არსებული ობიექტის რემონტზე, ხოლო კიდევ 583 მილიონი ფუნტი სტერლინგი ახალი სამუშაო ადგილების შექმნას მოხმარდება.

ვრცლად interfax–ზე