მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად, ნაკრების ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იმყოფებოდა და ისრაელთან მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„უპირველესად მინდა, რომ საქართველოს ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება მივუსამძიმრო. ბედნიერი ვარ, რომ მასთან შეხვედრის ბედნიერება მქონდა.

რაც შეეხება ისრაელთან მატჩს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საუკეთესო შედეგი დავაფიქსიროთ.

რას ნიშნავს ჩემთვის კაპიტნობა და რა მიზნები მაქვს? ეს პასუხისმგებლობაა, მით უფრო, რომ კანკავას და კაშიას კაპიტნობის დროს დავიწყე ნაკრებში თამაში. შევეცდები, ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო.

მსაჯებთან პრობლემები მაქვს? არ ვფიქრობ, რომ ასეა. თუმცა, როდესაც ნაკრების კაპიტანი ხარ, უფრო მობილიზებული უნდა გახდე და შევეცდები, ასეთი ვიყო“.

ვრცლად პირველ არხზე