ორშაბათს, 30 ივნისს, კანადის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე LNG Canada-ს ქარხნიდან თხევადი ბუნებრივი აირის გადამზიდავი პირველი ტანკერი გავიდა, – ამის შესახებ პროექტის მონაწილე ერთ-ერთმა კომპანიამ, Shell Canada Energy-მ განაცხადა.
ეს ნიშნავს, რომ კანადა ოფიციალურად შეუერთდა თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტიორი ქვეყნების რიგებს.
აქამდე კანადური გაზის ერთადერთი მყიდველი შეერთებული შტატები იყო. 2024 წელს კანადამ მილსადენების მეშვეობით შეერთებულ შტატებში დღეში დაახლოებით 243 მილიონი კუბური მეტრი გაზი ექსპორტი განახორციელა.