აქტივების მიხედვით აშშ-ის უდიდესმა ბანკმა, JPMorgan Chase & Co.-მ, 2026 წლის პირველ კვარტალში წმინდა მოგება 13%-ით გაზარდა.
იანვარ-მარტში ბანკის წმინდა მოგებამ 16.494 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ აქციაზე 5.94 აშშ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდის 14.643 მილიარდ აშშ დოლართან ანუ აქციაზე 5.07 აშშ დოლართან შედარებით.
შემოსავალი 10%-ით გაიზარდა და 49.836 მილიარდ დოლარს მიაღწია, წინა წელს ანალოგიურ პერიოდში 45.31 მილიარდ დოლართან შედარებით.
FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები საშუალოდ პროგნოზირებდნენ ბანკის წმინდა მოგებას აქციაზე 5.45 აშშ დოლარს.