ჩრდილოეთ იტალიის სანაპირო ქალაქ ვალეკროზიას სახელის შეცვლა მოუწია, რათა ხმელთაშუა ზღვის კურორტებზე მიმავალ ტურისტებს მისი ინტერნეტში პოვნა შეძლებოდათ.
ვალეკროზია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, საფრანგეთთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. თუმცა, ქალაქს მხოლოდ მცირე რაოდენობით ტურისტი სტუმრობს. მიზეზი თავად სახელია. სიტყვა „ვალე“ იტალიურად „ხეობას“ ნიშნავს. ამიტომ, სანაპიროზე დასვენების მაძიებელი მომხმარებლები უფრო ხშირად სხვა კურორტების გვერდებზე ხვდებოდნენ: საძიებო ალგორითმები ვალეკროზიას მთიან დანიშნულების ადგილად აღიქვამდნენ.
ქალაქის ხელისუფლების მიერ დაკვეთით ჩატარებულმა მარკეტინგულმა კვლევამ აჩვენა, რომ სახელის შეცვლამ შეიძლება გაზარდოს ცნობადობა და მიიზიდოს მეტი ტურისტი. საბოლოო ჯამში, სახელწოდებას დაემატა „al Мare“ - „ზღვის პირას“ - იმის ხაზგასასმელად, რომ ეს სანაპირო ქალაქია და არა „ხეობა“. ოფიციალური სახელი ამჟამად Vallecrosia al Mare–ა.
მერია იმედოვნებს, რომ განახლებული სახელწოდება ტურისტულ ნაკადს გაზრდის. მცხოვრებლებისთვის სახელის შეცვლის პროცესი მარტივი იქნება: საფოსტო ინდექსი იგივე დარჩება, ხოლო დოკუმენტები განახლდება ვადის გასვლის შესაბამისად.