იტალიაში მალე გაჩნდება ევროპაში პირველი დაცული ნაკრძალი დელფინებისთვის, რომლებიც ადრე წარმოდგენებში მონაწილეობდნენ – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

უკვე დიდი ხანია ცნობილი, რომ ტყვეობაში ცხოვრება დელფინებისთვის რთული გამოცდაა. მათ არ აქვთ რთული სოციალური ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა, არ შეუძლიათ ნადირობა და საკმარისად გადაადგილება, თუმცა თუმცა დელფინები ამ ყველაფერს აკეთებენ ბუნებრივ ჰაბიტატში.

ახლა სულ უფრო მეტი აკვაპარკი წყვეტს წარმოდგენებს დელფინებით. თუმცა, იმ პირობების პოვნა, რომლებშიც ამ ზღვის ძუძუმწოვრებს შეუძლიათ ცხოვრება „პენსიაზე გასვლის“ შემდეგ, რთული ამოცანაა. შოუში მონაწილე დელფინები ველურ ბუნებაში ვერ გადარჩებიან, რადგან ისინი ტყვეობაში დაიბადნენ. 

გამოსავალი იტალიის სანაპიროდან ოთხი კილომეტრის დაშორებით დაცული ბუნებრივი ნაკრძალის შექმნა გახდა.

მისი ტერიტორია, რომელიც 7 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ფართობს მოიცავს, ზღვიდან ღრმა ზღვის ქსელებით არის გამოყოფილი. ნაკრძალი აღჭურვილი იქნება ცალკე ვეტერინარული რეზერვუარით, ხოლო დისპეტჩერები გარემოს 24-საათიანი მეთვალყურეობის სისტემის გამოყენებით გააკონტროლებენ.