იტალიის კურორტ პორტოფინოზე ტურისტებისთვის მკაცრი წესები შემოიღეს. ახლა იქ აკრძალულია ფეხშიშველი სიარული, საცურაო კოსტიუმში ყოფნა ქალაქის ცენტრში და ჩემოდნების ტარება ისტორიულ ქუჩებში. დამრღვევებს 500 ევრომდე ჯარიმა ემუქრებათ – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

ახალი შეზღუდვები იმოქმედებს სექტემბრის ბოლომდე. აკრძალვა ასევე მოიცავს ქუჩაში ალკოჰოლის მიღებას, საზოგადოებრივ ადგილებში ხმამაღალი მუსიკის დაკვრას და ტროტუარებზე წოლას. მერიის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ეს ზომები ტურისტული სეზონის პიკში ქაოსთან ბრძოლისკენ არის მიმართული.