ისინი, ვინც ირანის რეჟიმის სასტიკი ჩაგვრისგანსარგებელს იღებენ, არ აქვთ უფლება, ჩვენი იმიგრაციის სისტემით ისარგებლონ, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ირანელ მაღალ თანამდებობის პირებსა და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ში ყოფნისპრივილეგია გაუუქმა.
„მაშინ, როდესაც ირანის ხალხი აგრძელებს ბრძოლას თავისი ძირითადი უფლებებისთვის, მარკო რუბიომ ამ კვირაში მიიღო ზომები, რათა ირანელი მაღალი თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების შეერთებულ შტატებში ყოფნის პრივილეგია გაეუქმებინა. ისინი, ვინც ირანის რეჟიმის სასტიკი ჩაგვრისგან სარგებელს იღებენ, არ აქვთ უფლება, ჩვენი იმიგრაციის სისტემით ისარგებლონ“,- ნათქვამია განცხადებაში.
იქამდე კი, აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმაგანაცხადა, რომ აშშ-ის სამხედროები მზად იქნებიან განახორციელონ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით მიიღებს. მისივე თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ირანს ბირთვული შესაძლებლობების შექმნის საშუალება ჰქონდეს.
1tv.ge