აშშ-ის სამხედროები მზად იქნებიან განახორციელონ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით მიიღებს, რათა უზრუნველვყოთ, რომ თეირანი ბირთვული იარაღის შექმნას არ ცდილობს, – ამის შესახებ აშშ-ის ომის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა დონალდ ტრამპს განუცხადა.
მისივე თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ირანს ბირთვული შესაძლებლობების შექმნის საშუალება ჰქონდეს.
„მათ არ უნდა ჰქონდეთ ბირთვული შესაძლებლობების შექმნის საშუალება. ჩვენ მზად ვიქნებით შევასრულოთ ყველაფერი, რასაც პრეზიდენტი ომის დეპარტამენტისგან მოელის“, – განაცხადა ჰეგსეტმა.
აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ტრამპი განიხილავს თავის ვარიანტებს, მაგრამ ჯერ არ გადაუწყვეტია, დაარტყას თუ არა ირანს. იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სამხედრო ხომალდს აგზავნის. ოფიციალურმა პირმა, რომელმაც მედიასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა, განაცხადა, რომ ხომალდი USS Delbert D. Black რეგიონში ბოლო 48 საათის განმავლობაში შევიდა. მისივე თქმით, ამით ახლო აღმოსავლეთში გამანადგურებლების რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა, ავიამზიდთან და სამ სხვა სანაპირო საბრძოლო გემთან ერთად.
1tv.ge