ირანი მზად არის, დაეხმაროს იაპონიის გემებს ჰორმუზის სრუტის გავლაში. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ იაპონურ გამოცემას განუცხადა.

დიპლომატის თქმით, ბლოკადის დროებით მოხსნასთან დაკავშირებით, დისკუსიები იაპონურ მხარესთან უკვე დაწყებულია.

იაპონიის მთავრობა, გამოცემასთან აცხადებს, რომ ირანთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოება ყველაზე ეფექტური გზა არის ბლოკადის მოსახსნელად.

თუმცა, იაპონური მხარე აღნიშნავს, რომ აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა, რათა არ მოხდეს აშშ-ს პროვოცირება.

1tv.ge