ტექნოლოგიურმა გიგანტმა Samsung-მა ექსპერიმენტული სმარტფონის, Galaxy Z TriFold-ის გაყიდვები აშშ-სა და სამხრეთ კორეაში ოფიციალურად შეაჩერა.

მართალია, $2,899 დოლარის ღირებულების მოწყობილობა გაყიდვაში მხოლოდ ორი თვის წინ, 2026 წლის იანვარში ჩაეშვა, მისი წარმოების ციკლი უკვე დასრულდა.

Galaxy Z TriFold პირველად 2025 წლის დეკემბერში წარადგინეს, როგორც Samsung-ის პასუხი დასაკეც ტელეფონებზე მზარდ კონკურენციაზე.

სმარტფონი, რომელიც გაშლილ მდგომარეობაში პლანშეტის ფუნქციას ასრულებს. მოწყობილობა დაკეცილ მდგომარეობაში 12.9 მილიმეტრის სისქისაა, რაც მომხმარებელთა ნაწილისთვის მოუხერხებელი აღმოჩნდა, თუმცა ინოვაციური დიზაინის გამო პრემიუმ სეგმენტში მაინც დიდი ინტერესი გამოიწვია. 

ირკვევა, რომ 10-ინჩიანი „ჰიბრიდი“ თავიდანვე „ტექნოლოგიური შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის“ იყო შექმნილი და არა მასობრივი მოგებისთვის, როგოც ამას სამხრეთ კორეული გამოცემა Dong-A Ilbo იუწყება.

აშშ-ში გაყიდვების დაწყებისთანავე რამდენიმე წუთში სრულად ამოიწურა. აშკარაა, რომ სამმაგი დასაკეცი მექანიზმის მქონე მოწყობილობების სეგმენტში კონკურენცია მზარდია. მაგლითად, ჩინური გიგანტმა, Huawei-მ 1.2 მილიონი მსგავსი მოწყობილობა გაყიდა.

წარმოებას პრობლემას უქმნის AI-ტექნოლოგიებთან დაკავშირებული კომპონენტების, კერძოდ DRAM და NAND მეხსიერების ჩიპების გაძვირება, რაც შედარებით ბიუჯეტური, $3,000 დოლარამდე ღირებულების ტელეფონის, მასობრივ წარმოებას წაგებიანს ხდის.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, დაბრუნდება თუ არა ბაზარზე ამ მოდელის განახლებული ვერსია, თუმცა, ამ ეტაპზე პროექტი დასრულებულად ითვლება.