მას შემდეგ, რაც რუსეთმა „სთარლინკზე“ წვდომა დაკარგა, უკრაინამ თითქმის 400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა, – ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს.

გამოცემის მიხედვით, უკრაინულმა ჯარებმა ყველაზე დიდი ტერიტორიული წინსვლა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სწორედ მას შემდეგ მიაღწიეს, რაც რუსულმა ძალებმა ილონ მასკის SpaceX-ის თანამგზავრულ ინტერნეტქსელზე წვდომა დაკარგეს.

„სთარლინკის“ გარეშე ისინი ფაქტობრივად ცივი ომის ეპოქის კომუნიკაციებს დაუბრუნდნენ“, – განაცხადა ერთ-ერთმა უკრაინელმა სამხედრო ოფიცერმა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ამ დროიდან უკრაინამ ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში დაახლოებით 380 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა. მათი თქმით, კომუნიკაციების დაკარგვამ მნიშვნელოვნად შეამცირა რუსული დრონების ეფექტურობა.

„სწრაფი კოორდინაციის არარსებობის გამო, რუსებს არ შეეძლოთ სამიზნე კოორდინატების სწრაფად გადაცემა დანაყოფებს შორის. Starlink-ის დაკარგვის შემდეგ, ისინი იძულებულნი გახდნენ რადიოკავშირზე გადასულიყვნენ, რომლის ჩაჭრაც უკრაინულმა ძალებმა აქტიურად დაიწყეს“, – წერს „უოლ სთრით ჯორნლი“.

ამასთან, უკრაინელი სამხედროების შეფასებით, რუსული ძალების კოორდინაციის დონე მხოლოდ დაახლოებით 60%-მდე აღდგა.

1tv.ge