ინდოეთი ნავთობს ირანის ნაცვლად ვენესუელისგან შეიძენს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა.
„ჩვენ შეთანხმებას უკვე მივაღწიეთ. შეთანხმების კონცეფციაზე უკვე შევთანხმდით“, - განაცხადა ტრამპმა.
ასევე, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ვენესუელისგან ნავთობს ჩინეთიც შეიძენს.
„ჩინეთს შეუძლია შეთანხმებას შეუერთდეს და ნავთობის შესახებ შესანიშნავი შეთანხმება გაფორმდება. ჩვენ ამას მივესალმებით“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.